ავტორი:

პენტაგონის ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინაში საკვების, საწვავის და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი და "მორალური პრობლემები აქვთ"

პენტაგონის ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინაში საკვების, საწვავის და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი და "მორალური პრობლემები აქვთ"

რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.

"მათ პრობლემები აქვთ საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით. ასევე აქვთ პრობლემა მარაგთან და ზუსტ მართვად საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია უკვე ერთი თვეა გრძელდება და მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გადაჭრილი რესურსების შევსების პრობლემა“, - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, რუს სამხედროებს პრობლემები აქვთ თბილ ტანსაცმელთან დაკავშირებითაც და შესაბამისი აღჭურვილობის არ ქონის გამო, მათი ნაწილი იყინება.

პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსული ძალები უკრაინაში სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.

"მათ ბევრი ჩადეს ამ ბრძოლაში. ისინი ყოველდღიურად განიცდიან მსხვერპლს, კარგავენ თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკასა და მანქანებს, ტანკებს, საარტილერიო დანაყოფებს, ვერტმფრენებს,“- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, რუსული ძალები კიევის აღმოსავლეთით 30 კილომეტრში არიან, იქ, სადაც ისინი გასულ კვირაში იყვნენ. ამერიკელმა ჩინოვნიკმა რუსული ძალის მორალურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"რუსებს მორალური პრობლემები აქვთ. ისინი არ ელოდნენ ამ დონის წინააღმდეგობას. ზოგიერთ წვევამდელს არ უთხრეს, რას აპირებდნენ რეალურად უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსები წვევამდელებს ეყრდნობიან. ვგულისხმობ, რომ ძირითადად წვევამდელთა არმიაა. იქ არიან ძალიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება და ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ეს ფაქტორი გაერთიანებულია და გავლენას ახდენს მათ მორალ მდგომარეობაზე,“- აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, რუსულ ძალებს კვლავ აწუხებთ ლოგისტიკური პრობლემები.

"ისინი უბრალოდ არ იყვნენ სრულად მომზადებულები ამ ინტენსივობის ოპერაციებისთვის ამდენი ხნის განმავლობაში თავდასხმის მრავალ სხვადასხვა ხაზზე და ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აქვთ გარკვეული მართვისა და კონტროლის სირთულეები,“- აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინის ოკუპაციისა და ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

"რა მიიღე მათ 26 დღეში? მიიღეს მელიტოპოლი, მიიღეს ბერდიანსკი და მიიღეს ხერსონი. მათ ხელი არ არის კიევი, არ არის ხარკოვი, მარიუპოლი“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.