ავტორი:

24 მარტს გაიმართება ღონისძიება თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს.." ღონისძიებაზე შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინის დასახმარებელ ფონდში

24 მარტს გაიმართება ღონისძიება თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს.." ღონისძიებაზე შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინის დასახმარებელ ფონდში

24 მარტს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ღონისძიება თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს...“

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, თათია დოლიძე და ნინო ზამბახიძე ისაუბრებენ საკუთარ იდეებზე, რომლებისაც სწამთ და განიხილავენ კარლო ბატას წიგნში - ,,მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“ - წარმოდგენილი სპიკერების სიტყვით გამოსვლებს.

წიგნში წარმოდგენილ ოცდათვრამეტი ლიდერის მიმართვას ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე. ისინი ეკუთვნით პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, მწერლებს, მისიონერს, არქიტექტორს, ბიზნესლედის, ტოქშოუს წამყვანს.

ბევრმა მათგანმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა იდეებს, რომლებისაც სწამდა და იდეის ერთგულება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ზოგმა ასევე, ნელსონ მანდელასავით, ათწლეულები გაატარა საპატიმროში...

ღონისძიების მოდერატორი იქნება წიგნის „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ავტორი - ნატა ასათიანი.

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებელ ფონდში.

ლოკაცია: (ჭოველიძის 7, შესასვლელი ლოლიტას მხრიდან, მე-3 სართული)

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: tkt.ge/TheideaIbelievein