ავტორი:

ტაივანში ორქიდეის ახალი სახეობა, "უკრაინა" გამოიყვანეს

ტაივანში ორქიდეის ახალი სახეობა, "უკრაინა"  გამოიყვანეს

ტაივანში ნანოტექნოლოგიის დახმარებით გამოიყვანეს ორქიდეის ახალი ჯიში, რომელსაც "უკრაინა“ უწოდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ელჩი იაპონიაში სერხი კორსუნსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ელჩის თქმით, ორქიდეის ახალ ჯიში უკრაინის დროშის საპატივცემულოდ სპეციალურად შექმნეს.

"ტაივანში, ნანოტექნოლოგიის დახმარებით, გამოიყვანეს ორქიდეის ახალი სახეობა, მას უკრაინა ჰქვია", - წერს კორსუნსკი "ფეისბუქში"