ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების გაყინულ თვალებს ხედავდეთ და გრძნობდეთ წვას მარიუპოლიდან, მხოლოდ 4 ნაბიჯია გადასადგმელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ ომის მიმდინარეობა შეცვალონ.
"გადასადგმელია მხოლოდ 4 ნაბიჯი: თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, იმ შემთხვევაში თუ ცის ჩაკეტვა არ შეგიძლიათ; ფრთოსანი რაკეტები/საბრძოლო მასალა მძიმე რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; რუსეთის ფედერაციის გემებისთვის პორტების ტოტალური ჩაკეტვა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.