ავტორი:

დღის ფოტო - უკრაინელებმა ქანდაკება უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს, რათა ოკუპანტის ბომბებისგან დაიცვან

დღის ფოტო - უკრაინელებმა ქანდაკება უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს, რათა ოკუპანტის ბომბებისგან დაიცვან

უკრაინის არაერთ ქალაქში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილობრივები კი არამხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამა თუ იმ ადგილის იდენტობის განმსაზღვრელი სხვადასხვა მონუმენტი, შენობა და ა.შ. როგორმე გადაარჩინონ.

მაგალითად, ქალაქ ლვოვში ოპერის ეროვნული თეატრის ფასადთან აღმართული ქანდაკება ჩამოხსნეს და უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს, რათა ის დამპყრობლების ბომბებს გადაურჩეს.

ფოტოს "როიტერსი" აქვეყნებს.