მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები მუდმივად, ონლაინ რეჟიმშია და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, რადგან უკრაინულ მხარეს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიციები,
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. პოდოლიაკის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის დელეგაციას აქვს ძალიან მკაფიო და პრინციპული პოზიცია.
"მოკლედ რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები მუდმივად ონლაინრეჟიმშია და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ უკრაინულ მხარეს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიციები", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საკვანძო თემები პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე არაერთხელ დაასახელა.