ავტორი:

"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ" - ანდრეი კასიანოვი

"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ" - ანდრეი კასიანოვი

დღეს ჩვენ ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მოხალისეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გმირულად და მამაცურად იბრძვიან.

კასიანოვის განცხადებით, სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

"უკრაინული ჯარები მტკიცედ იცავენ ჩვენს ტერიტორიებს. მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით არის შეჩერებული. აგრესორი საკუთარი რეზერვის მოყვანას აგრძელებს. აგრძელებს ასევე ბელარუსზე ზეწოლას, იმისათვის, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩაითრიოს. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბარბაროსული ომი ბელარუსს და ბელარუს ხალხს არ სჭირდება. ხოლო ბელარუსი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, ისინი იქნებიან განადგურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის მიმართულებით ძლიერ დარტყმებს აგრძელებენ, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე უკან იხევს. რუსი ჯარისკაცები არიან დემორალიზებულები, მასობრივად ბარდებიან ტყვედ, საკუთარ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას ბრძოლის ველზე ტოვებენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად უჩვენებენ თავის გმირობას და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე. იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში," - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.