ავტორი:

რუსეთი გაზს "არამეგობარ" ქვეყნებსაც მიჰყიდის, მაგრამ ტრანზაქცია მხოლოდ რუბლში განხორციელდება - რა დაასახელა პუტინმა გადაწყვეტილების მიზეზად?

რუსეთი გაზს "არამეგობარ" ქვეყნებსაც მიჰყიდის, მაგრამ ტრანზაქცია მხოლოდ რუბლში განხორციელდება - რა დაასახელა პუტინმა გადაწყვეტილების მიზეზად?

დღეს, ვლადიმერ პუტინმა, მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი "არამეგობარ" ქვეყნებზეც დაიწყებს გაზის გაყიდვას, მაგრამ ტრანზაქცია მხოლოდ რუსულ რუბლში განხორციელდება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უცხო ქვეყნების მიერ რუსეთის აქტივების გაყინვა და მოსკოვის ნდობის დაკარგვა გახდა.

ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე და სხვა ექსპორტზე დამოკიდებულები არიან, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ მოცულობების და ფასების შესაბამისად, რაც ადრე დადებულ კონტრაქტებშია დაფიქსირებული. ცვლილებები მხოლოდ გადახდის ვალუტას შეეხება, ის რუსული რუბლით შეიცვლება... ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საქმიან რეპუტაციას, როგორც სანდო პარტნიორსა და მიმწოდებელს" - თქვა პუტინმა მინისტრებთან შეხვედრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა გასცეს შესაბამისი დირექტივა „გაზპრომისთვის“ არსებული კონტრაქტების ცვლილების შესახებ.

"ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხმარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს საჭირო ტრანზაქციები და აუცილებელია მათთვის შეიქმნას გასაგები, გამჭვირვალე პროცედურა გადახდების განსახორციელებლად, მათ შორის რუსული რუბლის ყიდვისას ჩვენს შიდა სავალუტო ბაზარზე. ვთხოვ რუსეთის ბანკს, მთავრობასთან ერთად, განსაზღვროს ასეთი ტრანზაქციების განხორციელების პროცედურა ერთი კვირის ვადაში", - აღნიშნა პუტინმა.

27 იანვრის მდგომარეობით, გაზპრომის მიერ ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ბუნებრივი აირის გაყიდვების 58% ევროებში იყო დაფიქსირებული.

"ყველა უცხოელი მყიდველისთვის უნდა შეიქმნას გადახდების განსახორციელებლად გასაგები და გამჭვირვალე პროცედურა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის შიდა ბაზარზე რუსული რუბლის შეძენის ჩათვლით" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წყარო: reuters