ავტორი:

"ქალებს რუსი სამხედროები აუპატიურებენ ოკუპირებულ რაიონებში, დევნილებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ" - ზელენსკის უმძიმესი გამოსვლა საფრანგეთის პარლამენტის წინაშე

"ქალებს რუსი სამხედროები აუპატიურებენ ოკუპირებულ რაიონებში, დევნილებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ" - ზელენსკის უმძიმესი გამოსვლა საფრანგეთის პარლამენტის წინაშე

რუსი დამპყრობლები არ ითვალისწინებენ სამხედრო დამნაშავის ცნებას და ახორციელებენ ტერორს უკრაინის მიწაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

"რუსი სამხედროები არ ასხვავებენ, რომელ ობიექტებს დაარტყან. ისინი ყველაფერს ანადგურებენ - საცხოვრებელ კვარტლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, წვავენ საკვების, მედიკამენტების საწყობებს. ისინი არ ითვალისწინებენ ისეთ მცნებებს, როგორიცაა სამხედრო დანაშაული, ჟენევის კონვენციის ვალდებულებები. მათ უკრაინის მიწაზე მოიტანეს ტერორი, სახელმწიფო ტერორი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა ფაქტი ხელმისაწვდომია მსოფლიო საზოგადოებისთვის.

"ქალებზე, რომლებსაც რუსი სამხედროები აუპატიურებენ დროებით ოკუპირებულ რაიონებში; დევნილებზე, რომლებსაც დამპყრობლები ხვრეტენ პირდაპირ ქუჩებში; ჟურნალისტებზე, რომლებსაც კლავენ რუსი სამხედროები, მოხუცებულებზე, რომლებმაც ჰოლოკოსტს გაუძლეს, ახლა კი იძულებული არიან ბომბსაფარს შეაფარონ თავი რუსეთის დარტყმების გამო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „ევროპას 80 წელია არ უნახავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო“ .