ავტორი:

"მხარს გვიჭერს არა მხოლოდ სიტყვით..." - კიევში ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა: რას წერს ალექსეი რეზნიკოვი "ტვიტერზე"

"მხარს გვიჭერს არა მხოლოდ სიტყვით..." - კიევში ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა: რას წერს ალექსეი რეზნიკოვი "ტვიტერზე"

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან შესახვედრად, ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

"ლიეტუვა მხარს უჭერს უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით. არვიდას ანუშაუსკასის პირადი ვიზიტი ადასტურებს უკრაინისადმი თანმიმდევრულ მხარდაჭერას ლიეტუვის ხალხისა და მთავრობის მხრიდან“, - წერს რეზნიკოვი.

მისი თმქით, ლიეტუვა პირველი იყო, ვინც უკრაინას „სტინგერები“ გადასცა.