ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მედიაში ბოლო დღეებია სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ კვარაცხელია რუსულ კლუბში, სადაც ამ დრომდე ირიცხება, ყაზანის "რუბინში“, აღარ უნდა თამაშობდეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა ბათუმის "დინამოში“ გადმოდის. ამის შესახებ მინიშნების შემცველი პოსტი გამოაქვეყნა ბათუმის "დინამომაც“ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
კვარაცხელია ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ის "რუბინში" თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.
რამდენიმე საათის წინ კი ყაზანის "რუბინის“ ოფიციალურ გვერდზე "ტვიტერში“ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ხვიჩა ჩანს ბანერით, რომელზეც აწერია:
"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ.“
"რუბინის" მიერ გამოქვეყნებული ფოტო, სავარაუდოდ, ფოტოშოპია.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="und" dir="ltr"><a href="https://t.co/lDQ9W0WFOM">pic.twitter.com/lDQ9W0WFOM</a></p>— «Рубин» Казань (@fcrk) <a href="https://twitter.com/fcrk/status/1506639241413017600?ref_src=twsrc%5Etfw">March 23, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>