ავტორი:

"ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ, ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა" - დავითულიანი განმარტავს, რატომ არ დაესწრნენ ხელისუფლების წევრები ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებას?

"ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ, ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა" - დავითულიანი განმარტავს, რატომ არ დაესწრნენ ხელისუფლების წევრები ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებას?

უკრაინაში დაღუპული ქართველების ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ, მათ მიმართ სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას, - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ დაესწრო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას ხელისუფლებიდან არავინ, გარდა პრეზიდენტისა.

კითხვაზე, თავად თუ გეგმავს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას, დავითულიანი აღნიშნავს, რომ მომდევნო ორი დღე თბილისში არ იქნება და როცა ჩამოვა, შემდეგ მივა.

"პირველ რიგში, პატივს მივაგებ და ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან.

პატივს, რა თქმა უნდა, მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის საჭიროდ. ცოტაა პრეზიდენტის დასწრება? მივლენ ალბათ და დაესწრებიან, დამშვიდდით. მე ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, რომ ჩამოვალ, აუცილებლად მივალ, რა არის ამაში გასაკვირი?“ - განუცხადა დავითულიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში.