ავტორი:

"მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, სადაც მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია" - ამირან გამყრელიძე

"მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, სადაც მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.

როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვაქცინაციის ახალ გეგმაში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია გაწერილი.

"ვაქცინაციის ახალი გეგმაა, რომელსაც ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება", - აღნიშნავს გამყრელიძე.

გარდა ამისა, მან აუთვისებელ დოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მოწოდების და მუდარის მიუხედავად, 400 ათასი დოზა "ფაიზერი" აუთვისებელი დარჩა.

"ბრიფინგზეც მოგახსენეთ, რომ ძალიან შეწუხებული ვარ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, თხოვნისა, მუდარისა - მობრძანდით, აიცერით, 400 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ "ბუსტერზე" მოსულიყვნენ, კიდევ მეტი აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ამიტომ გემუდარებოდით და გთხოვდით. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლების აცრის 44%-ზე ავდივართ",- აღნიშნავს გამყრელიძე.