ავტორი:

"უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას" - იენს სტოლტენბერგი

"უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას" - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღევანდელ სამიტზე, მოელის, რომ ალიანსის ლიდერები მხარდაჭერას გამოუცხადებენ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც იგულისხმება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მედიასთან განაცხადა.

„საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს, რათა დახმარებოდნენ მას რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მედიასთან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც განაცხადა, რომ ეს ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს.

„ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და მას ექნება ფართო და მძიმე შედეგები. ასე რომ, ეს იქნება კატასტროფა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რისკიც, რომ ჩვენ დავინახოთ ქიმიური აგენტების გავრცელება ნატოს ტერიტორიაზეც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.