ავტორი:

"მზად ვართ განვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის პირობები, მაგრამ არ ვართ მზად ულტიმატუმების შესასრულებლად" - ზელენსკი

"მზად ვართ განვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის პირობები, მაგრამ არ ვართ მზად ულტიმატუმების შესასრულებლად" - ზელენსკი

"ყველა ჩვენგანს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის პირობები, მაგრამ არ ვართ მზად ულტიმატუმების შესასრულებლად",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ la Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პირველი პირის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად წინა წლებშიც მზად იყო, რადგან ომი უკრაინაში უკვე 8 წელია მიმდინარეობს.

"ერთი თვის განმავლობაში გრძელდება რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის ახლაც მზად ვარ, რის შესახებაც არაერთხელ საჯაროდაც განვაცხადე.

ყველა ჩვენგანს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის პირობები, მაგრამ არ ვართ მზად ულტიმატუმების შესასრულებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.