ავტორი:

"გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე

"გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე

"გთხოვთ, ჩვენი სამხედროების ხათრით, რუსეთის წინააღმდეგ ომის მსგავსი თვის შემდეგ, გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს რიგგარეშე სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ აჩვენა რა შეუძლია მათ სტანდარტებს და რამდენის მიცემა შეუძლია მას ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენ ვაჩვენეთ რამდენად ბევრის გაკეთება შეგვიძლია ჩვენთვის ყველაფერი ღირებულის აგრესიისგან დასაცავად, მაგრამ ნატო-მ ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია ალიანსს, ადამიანების გადასარჩენად. უნდა აჩვენოს, რომ ეს ნამდვილად ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა, მსოფლიო გელოდებათ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ელის რეალურ მოქმედებებს და უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს.

„მათგან, ვისი სიტყვაც ნდობას იმსახურებს და ვის მოქმედებებსაც მშვიდობის დაცვა შეუძლია, წინადადებები მაგიდაზეა, ჩვენი მოთხოვნები მაგიდაზეა, მშვიდობა ჩვენ დაუყოვნებლივ გვესაჭიროება, პასუხები მხოლოდ თქვენ გაქვთ, მადლობა მათ, ვინც გვეხმარება“,- განაცხადა ზელენსკიმ.