ავტორი:

"ის დიდ ქართველ პოეტთან ერთად, ომახიანი შემოძახილია ქვეყნისთვის... ზოგისთვის მრავლისმეტყველი ზედმეტსახელის მიმნიჭებელი" - როგორ იხსენებს კულტურის მინისტრი რეზო ამაშუკელს

"ის დიდ ქართველ პოეტთან ერთად, ომახიანი შემოძახილია ქვეყნისთვის...  ზოგისთვის მრავლისმეტყველი ზედმეტსახელის მიმნიჭებელი" - როგორ იხსენებს კულტურის მინისტრი რეზო ამაშუკელს

გადაცემაში "პრაიმშოუ", რომელიც პოეტ რეზო ამაშუკელს მიეძღვნა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა პოეტი გაიხსენეს.

რეზო ამაშუკელის ღვაწლზე, მის როლზე ქართულ პოეზიასა და ხელოვნებაში, ილაპარაკა კულტურის მინსტრმა თეა წულუკიანმაც.

მისი თქმით, რეზო ამაშუკელმა თავისი დიდი კვალი არამხოლოდ ქართულ პოეზიაში დატოვა, არამედ იგი, როგორც საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქართული კულტურაში კულტურის სისტემის მესვეურადაც დარჩება.

"ბატონი რეზო ჩემთვის, როგორც ყველა გულწრფელი და გონიერი ადამიანისთვის, ობიექტური შემფასებლისთვის, არის დიდი ქართველი პოეტი და ის ამად დარჩება. მაგრამ ის დიდ ქართველ პოეტთან ერთად, არის ომახიანი შემოძახილი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, კონკრეტული ინდივიდებისთვის. ზოგისთვის შენიშვნის მიმცემი, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს შენიშვნა ხანდახან და ზოგისთვის ძალიან პოტური და მრავლისმეტყველი ზედმეტსახელის მიმნიჭებელი. ის არის საზოგადო მოღვაწე, რაც დღეს არ არის დაფასებული პროფესია. განთლებულ ადამიანებს, განურჩევლად ასაკისა, ხშირად ან ეზარებათ ან ესირცხვილებათ, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთონ და პოზიციები გამოხატოს. რეზო ამაშუკელი ამას არ იზარებდა, ძალიან გამბედავი იყო და საზოგადოების ჩუმი უმრავლესობის აზრს გამოხატავდა. ის, თავის დროზე, კულტურის მინისტრის მოადგილე იყო და შესაბამისად, დარჩება ქართულ კულტურაში, როგორც ქართული კულტურის სისტემის მესვეური, საკამოდ რთულ დროს და უფრო რთლ დროს, ვიდრე დღეავნდელი დროებაა. დღეს ყველა ვამბობთ, რა რთული დროა, პოლიტიკური კონტექსტი რთულია, მაგრამ, ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც იმ დროს მართავდნენ კულტურის სისტემას და მთავრობაში იყვნენ, ვგულისხმობ 90-იან წლებს, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე დღევანდელი მინისტრები. რეზო ამაშუკელი დიდ კვალს დატოვებს, როგორც დიდი ქართველი პოეტი ქართულ კულტურაში და ის ასევე, დარჩება ქართულ ხელოვნებაში, რადგან ის მხოლოდ პოეტი არ იყო, მრავალმხრივი ადამიანი იყო. ის თავად იყო ძალიან დიდი მცოდნე და მოყვარული მუსიკის და კარგი შემსრულებელიც. " - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

პოეტი რეზო ამაშუკელი 2022 წლის 10 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი

იხილეთ ასევე: