ავტორი:

"დევნილთა ბანაკებში ნამყოფი ვარ... ეს შემზარავია!" - ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის დროს უკრაინელი ლტოლვილების მონახულებას გეგმავს

"დევნილთა ბანაკებში ნამყოფი ვარ... ეს შემზარავია!" - ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის დროს უკრაინელი ლტოლვილების მონახულებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტის დროს ის უკრაინელი ლტოლვილების მონახულებას ეცდება.

"ვგეგმავ, რომ ამ ადამიანების ნახვა ვცადო. იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანის ხილვას შევძლებ , - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“CNN”-ის ინფორმაციით, ბაიდენი პარასკევს ესტუმრება პოლონეთს, სადაც ამ დროისთვის მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

"დევნილთა ბანაკებში ნამყოფი ვარ. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საომარ ზონებშიც ვყოფილვარ და ეს შემზარავია. ყველაზე მეტად თვალშისაცემი არის ის, რომ ხედავთ პატარა ბავშვებს, რომლებიც ასეთ ბანაკებში იმყოფებიან”, - განაცხადა ბაიდენმა.

CNN-ის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. ისინი უკრაინის მახლობლად მდებარე ქვეყნებში წავიდნენ, მათ შორის პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, რუსეთსა და ბელარუსში.