ავტორი:

ჯო ბაიდენის პასუხი კითხვაზე, სჭირდება თუ არა, ზელენსკის რაიმე ტერიტორიის დათმობა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოსაპოვებლად

ჯო ბაიდენის პასუხი კითხვაზე, სჭირდება თუ არა, ზელენსკის რაიმე ტერიტორიის დათმობა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოსაპოვებლად

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რუსეთი "დიდი ოცეულდან" უნდა გაირიცხოს. აღნიშნულის შესახებ ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერნეციაზე გაანცხადა.

"ჩემი პასუხი არის დიახ", - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც მას ჰკითხეს, უნდა გაირიცხოს თუ არა, რუსეთი.

ამასთან, ბაიდენის თქმით, უკრაინას შეუძლია დაესწროს "დიდი ოცეულის" შეხვედრებს.

"აღნიშნული დამოკიდებულია "დიდ ოცეულზე". ამ თემამ დღეს წამოიწია. თუ ეს ვერ მოხდება, თუ ინდონეზია და სხვები არ ეთანხმებიან, მაშინ, ჩემი აზრით, უნდა მოვითხოვოთ, რომ უკრაინასაც შეეძლოს, დაესწროს შეხვედრებს. უკრაინას შეუძლია დაესწროს "დიდი ოცეულის" შეხვედრებს და დააკვირდეს", - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენს ჰკითხეს, სჭირდება თუ არა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის რაიმე ტერიტორიის დათმობა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოსაპოვებლად, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს უკრაინელების გადასაწყვეტია.

"ეს, მთლიანად უკრაინის გადასაწყვეტია. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. მე არ მჯერა, რომ მათ ამის გაკეთება მოუწევთ, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილება. ეს მათი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ბაიდენმა.