ავტორი:

"რუსეთს რომ სცოდნოდა, ეს ელოდათ, დარწმუნებული ვარ, აქ მოსვლის შეეშინდებოდათ" - ზელენსკი

"რუსეთს რომ სცოდნოდა, ეს ელოდათ, დარწმუნებული ვარ, აქ მოსვლის შეეშინდებოდათ" - ზელენსკი

30-ე დღე. უკვე ერთი თვე გავიდა. რუსეთს რომ სცოდნოდა, ეს ელოდათ, დარწმუნებული ვარ, აქ მოსვლის შეეშინდებოდათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამ ერთ თვეში ჩვენ შევაკავეთ რუსული თავდასხმების ყველა ძირითადი მიმართულება. მსოფლიომ დესტრუქციული სანქციები დააწესა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვაღწევთ შეთანხმებებს ახლის შესახებ,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ეს ომი გამარჯვების გარეშე არ შეიძლება. ასეც იქნება. ჩვენ ერთი წუთითაც ვერ გავჩერდებით, რადგან ყოველი წუთი ეხება ჩვენს ბედს, ჩვენს მომავალს და ჩვენს გადარჩენას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ესაუბრა ნატო-ს, „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის სამიტის წევრებს, ასევე შვედეთის პარლამენტის წევრებს, ლიეტუვის პრეზიდენტს, ისრაელისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს.

"ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვისაა. ჩვენ გვჭირდება ეს ჩვენი თავდაცვისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „რუსეთს ერთი რამ უნდა ესმოდეს: მშვიდობა მანაც უნდა ეძებოს“.