ავტორი:

კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი პაციენტი - როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში?

კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი პაციენტი - როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში?

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 675 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 243 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 301-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 34, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 374, აჭარაში - 53, იმერეთში - 141. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.