რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის შეწყვეტას მიზნის მიღწევამდე არ აპირებს. მისი თქმით, რუსეთი იქამდე არ გაჩერდება, სანამ უკრაინის “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” არ მოხდება.
"რუსეთმა დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინაში, რადგან მოსკოვის მიერ დასახული მიზნები დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდა. ამის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა, როდესაც სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა. სპეცოპერაციის მიმდინარეობა და მისი ჩატარების გეგმები განისაზღვრება მთავარსარდლის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. პრეზიდენტმა თავისი შეფასება წარმოადგინა”, - განაცხადა მან.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას არ განახორციელებს.
"ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფოს, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი. ამიტომ, სანამ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შედეგები მიღწეული არ არის, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს ჩაიფიქრა ქვეყნის პრეზიდენტმა“, - განაცხადა მან.