ავტორი:

"პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ" - რუსმა ოფიცერმა რუს სამხედროებს უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა

"პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ" - რუსმა ოფიცერმა რუს სამხედროებს უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა

რუსეთის "თავისუფლების ლეგიონის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის, რუს სამხედროებს უკრაინის მხარეს საბრძოლველად გადასვლისკენ მოუწოდა. ოფიცრის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვა უკრაინის მთავარი დაზვერვის სამმართველოს გვერდზეა გამოქვეყნებული.

"24 თებერვალს მე და ჩემი დანაყოფი დიქტატორ პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე შევედით. მივხვდი, რომ ჩვენ აქ აშკარად არ მოვსულვართ კეთილი განზრახვით, აქ არავინ გველოდა ყვავილებით, არამედ პირიქით, გაგვაძევეს და ფაშისტები გვიწოდეს.

ამხანაგებო, პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ. 27 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, მე და ჩემი ასეული უკრაინის მხარეს გადავედით, რათა ნამდვილად დავიცვათ ხალხი ნაცისტებისგან. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა შეაჩეროთ სისასტიკე", - აცხადებს ის.