უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.
"ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაური იაკოვ რიაზანცევი ჯოჯოხეთში წავიდა.
ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განთავსებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. ის იბრძოდა სირიაშიც. როგორც ამბობენ, მსუბუქი იყოს მისთვის მიწა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელისთვის, რომელიც მტრისგან დაზარალდა!“- წერს გონჩარენკო.