ავტორი:

"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო... მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი, როგორც ადრე" - თორნიკე შენგელია

"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო... მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი, როგორც ადრე" - თორნიკე შენგელია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა და ამჟამად ის ესპანურ კლუბ "ვირტუს ბოლონიაში“ თამაშობს.

თორნიკემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ Gazzetta.gr-სთან ინტერვიუში ისაუბრა. შენგელია ამბობს, რომ "მოსკოვში ის არც ისეთი ადამიანი იყო და არც ისეთივე მოთამაშე, როგორიც წარსულში.“

აღსანიშნავია ისიც, რომ შენგელიამ ამჯერად საუბრისას სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნა.

"ყველა ამბობს, რომ ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ასე არ ყოფილა (გულისხმობს რუსეთიდან წასვლას). პირველ რიგში, ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომი მოსკოვში არ ყოფილა. ომის დროს არასდროს იცი რა მოხდება, შეიძლება წამებში ყველაფერი შეიცვალოს.

პირველ რიგში, რისი გაკეთებაც მინდოდა ისაა, რომ გამეშვა ჩემი ოჯახი და შემდეგ, მეც მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი“, - ამბობს კალათბურთელი.

კითხვას, თუ რა როლი ითამაშა რუსეთიდან წასვლაზე იმან, რომ ის საქართველოდანაა, შენგელია ასე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვინმემ შეიძლება მკითხოს, რატომ წავედი საასპარეზოდ რუსეთში - ცსკა-მ შემომთავაზა კონტრაქტი და მე იქამდე არ მითქვამს მათ კონტრაქტზე თანხმობა, სანამ არ დამიმატეს პირობა, რომ შემეძლებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნებისმიერ დროს თამაში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ცსკა ევროპის ტოპ კლუბია და ჩემთვის ევროლიგის მოგება ძალიან მიმზიდველი იყო და ერთ-ერთი მიზეზი გადასვლის ეს გახლდათ..

ახლა ვხვდები, რომ იქ წასვლა არც ისე კარგი ნაბიჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ - პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა, თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კლუბში თავი კომფორტულად მეგრძნო, მე არ ვიყავი ის, ვინ სინამდვილეში ვარ. მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი. ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ემოციურად მე იქ არ ვიყავი.

როგორც უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივე არაა და არ უნდა იყოს ერთმანეთში არეული, ზოგიერთ სიტუაციაში ეს შეუძლებელია. და ეს არის ასეთი სიტუაცია“, - ამბობს შენგელია.