გუშინ, როდესაც დასავლელი ლიდერები ბრიუსელში, უსაფრთხოების სამიტზე შეიკრიბნენ, ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გაუშვა.
ეს, 4 წელზე მეტი ხნის მანძილზე, პირველი ტესტირებაა შორ მანძილზე, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ანალიტიკოსების აზრით, ბოლო პერიოდში, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდები აჩვენებს იმას, რომ ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ცდილობს, დაანახოს სამყაროს, რომ ფხენიანი ძალაუფლებისა და გავლენისთვის ბრძოლაში რჩება.
ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც რაკეტის გაშვებაა აღბეჭდილი და კადრებს ჰოლივუდური ეფექტები ახლავს თან. ვიდეოს მთავარი გმირი ჩრდილოეთ კორეის "ძლევამოსილი ლიდერი", ტყავის ქურთუკში გამოწყობილი კიმ ჩენ ინია, რომელიც ვარსკვლავურად მოაბიჯებს.
საუნდრეკი, კიმის სათვალე, შენელებული კადრები "განსაკუთრებულ" ეფექტს ქმნის.
ნახეთ ვიდეო: