ავტორი:

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს რუსეთის "გაუქმების მცდელობაში" ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს რუსეთის "გაუქმების მცდელობაში" ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი რუსეთის "გაუქმების მცდელობაში" დაადანაშაულა და მაგალითად მოიყვანა ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის წინააღმდეგ გამოეხმაურებები.

"დღეს ისინი ცდილობენ გააუქმონ ათასწლოვანი ქვეყანა. მე ვსაუბრობ პროგრესულ დისკრიმინაციაზე ყველაფრის მიმართ, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული", - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში და რუსული მუსიკა და ლიტერატურა ახსენა.

პუტინმა "გაუქმების კულტურა“ შეადარა ნაცისტებს, რომლებიც ცდილობდნენ წიგნების დაწვას 1930-იან წლებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, თუ როგორ "გააუქმეს“ ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი იმის გამო, რომ "არ აკმაყოფილებდა გენდერული უფლებების მოთხოვნებს“.

BBC წერს, რომ როულინგს ტრანსგენდერულ საკითხებზე მისი შეხედულებების გამო აკრიტიკებენ. მან ადრე თქვა, რომ შეშფოთებულია "ახალი ტრანს აქტივიზმით".