ავტორი:

"დასავლური "გაუქმების კულტურის" კრიტიკით, უმჯობესია, არ დაკავდეს ის, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას კლავს" - როგორ ეხმაურება ჯოან როულინგი პუტინის განცახდებას

"დასავლური "გაუქმების კულტურის" კრიტიკით, უმჯობესია, არ დაკავდეს ის, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას კლავს" - როგორ ეხმაურება ჯოან როულინგი პუტინის განცახდებას

ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი ვლადიმერ პუტინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დასავლური "გაუქმების კულტურის" კრიტიკით, ალბათ უმჯობესია, არ დაკავდეს ის, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას წინააღმდეგობისთვის კლავს, ან აპატიმრებს და წამლავს ოპონენტებს" - წერს ჯოან როულინგი "ტვიტერში" და აზიარებს ალექსეი ნავალნის შესახებ BBC-ის სიუჟტს სათაურით : "პუტინის დაუნდობელი კრიტიკოსი, რომელიც ციხეშია გამოკეტილი".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Critiques of Western cancel culture are possibly not best made by those currently slaughtering civilians for the crime of resistance, or who jail and poison their critics. <a href="https://twitter.com/hashtag/IStandWithUkraine?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#IStandWithUkraine</a> <a href="https://t.co/aNItgc5aiW">https://t.co/aNItgc5aiW</a></p>&mdash; J.K. Rowling (@jk_rowling) <a href="https://twitter.com/jk_rowling/status/1507364792834666511?ref_src=twsrc%5Etfw">March 25, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი რუსეთის "გაუქმების მცდელობაში" დაადანაშაულა და მაგალითად მოიყვანა ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის წინააღმდეგ გამოეხმაურებები.

"დღეს ისინი ცდილობენ გააუქმონ ათასწლოვანი ქვეყანა. მე ვსაუბრობ პროგრესულ დისკრიმინაციაზე ყველაფრის მიმართ, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული", - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში და რუსული მუსიკა და ლიტერატურა ახსენა.

პუტინმა "გაუქმების კულტურა“ შეადარა ნაცისტებს, რომლებიც ცდილობდნენ წიგნების დაწვას 1930-იან წლებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, თუ როგორ „გააუქმეს“ ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი იმის გამო, რომ ,,არ აკმაყოფილებდა გენდერული უფლებების მოთხოვნებს“.

BBC წერს, რომ როულინგს ტრანსგენდერულ საკითხებზე მისი შეხედულებების გამო აკრიტიკებენ. მან ადრე თქვა, რომ შეშფოთებულია "ახალი ტრანს აქტივიზმით".