საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს და ურჩევს, უკრაინაში ჯარი არ გაგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაქსიმუმ, ერთ თვეში სათავეში აღარ იქნება.
სააკაშვილის აღნიშნული მიმართვა "ტვიტერის“ მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა:
"ლუკა, მე შენთვის ცუდი რჩევა არასოდეს მომიცია. თუკი უკრაინაში ჯარებს გაგზავნი, მაქსიმუმ, ერთ თვეში ხელისუფლებაში აღარ იქნები და ძალიან ცუდად დაასრულებ. პუტინს შენი ბედი არ ადარდებს, შენც კარგად იცი“, - ნათქვამია სააკაშვილის "ტვიტში“.
ასევე იხილეთ: