აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში არიან განლაგებულები, უკრაინაში გაძლიერებისთვის გადაჰყავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"შეერთებულმა შტატებმა შეამჩნია საქართველოდან ჯარის გარკვეული რაოდენობის გადაადგილება", - განუცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პენტაგონს არ შეუძლია მიუთითოს რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავს მოსკოვს.
"ახლა გვაქვს მინიშნებები, რომ მათ ძალები საქართველოდან უკრაინაში გადაჰყავთ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, პენტაგონმა არ იცის, საქართველოდან ჯარები უკრაინის რომელ ნაწილში წავლენ, თუმცა აღნიშნა, რომ კრემლისთვის პრიორიტეტია დონბასის რეგიონში აქტივობები.