ავტორი:

"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გერაშჩენკო და როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას?

"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გერაშჩენკო და როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას?

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო "ტელეგრამის" არხზე წერს.

"შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან" - წერს გერაშჩენკო.

მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს სავარაუდო გაუჩინარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს მიმდინარე კვირაში ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

"ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სადღაც გაუჩინარდა. მაინტერესებს, პირადად თუ სურდა ჩერნობაევკაში ჩასვლა?"- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.