ავტორი:

"მარიუპოლში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია - პლანეტაზე ყველამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი" - ზელენსკი

"მარიუპოლში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია - პლანეტაზე ყველამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მარიუპოლში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია, რადგან ოკუპანტები ქალაქში ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.

მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ბლოკირებული ქალაქებიდან 18 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და 37 606 ადამიანი გამოიყვანეს. აქედან, მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე 26 477 მოქალაქე ჩაიყვანეს.

"ქალაქში ვითარება აბსოლუტურად ტრაგიკულია. რუსი სამხედროები არანაირ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ. ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთ პროპაგანდისტულ სპექტაკლებში იყენებენ, თითქოს, დაიწყეს ხალხისთვის რაღაცის დარიგება", - განაცადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ის გააგრძელებს სხვა ქვეყნების ხალხების დეტალურად ინფორმირებას ოკუპანტების ასეთი "ამაზრზენი ცინიზმის" შესახებ, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის ყველა დანაშაულის შესახებ მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„პლანეტაზე ყველამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი, რათა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა რუსი სამხედროებისთვის გარდაუვალი და რაც შეიძლება მკაცრი გახდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.