რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.
"ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი.
ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას.“
"რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი,“- აღნიშნა ლავროვმა.