ავტორი:

ფოტოები ქაშვეთის ტაძარიდან, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით რატიანის პანაშვიდი მიმდინარეობს

ფოტოები ქაშვეთის ტაძარიდან, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით რატიანის პანაშვიდი მიმდინარეობს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დავით რატიანი ქაშვეთის ტაძარშია დასვენებული, გია ბერიაშვილი კი თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს ჩამოასვენეს. გმირებს აეროპორტში მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი.

ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, "ინტერპრესნიუსი"