ავტორი:

"რუსეთი უკრაინაში ომისთვის "ჰეზბოლას" 800 მებრძოლს შეიყვანს და უკრაინელების მკვლელობისთვის მათ თვეში 1500 დოლარს დაპირდნენ" - "ნოვაია გაზეტა"

"რუსეთი უკრაინაში ომისთვის "ჰეზბოლას" 800 მებრძოლს შეიყვანს და უკრაინელების მკვლელობისთვის მათ თვეში 1500 დოლარს დაპირდნენ" - "ნოვაია გაზეტა"

რუსული ოპოზიციური გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ მზადაა რუსეთის ფედერაციის მხარეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში საომრად "ჰეზბოლას“ 800 მეომარი შევა. გაზეთი წერს, რომ უკრაინელების მკვლელობისთვის მებრძოლებს თვეში 1500 დოლარს დაპირდნენ.

მათივე ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან ამ საკითხზე შეხვედრა უკვე გამართეს.

ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც 1985 წელს დაარსდა. ისრაელი, აშშ და კანადა „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.