ავტორი:

"ვიტორგანმა შესაძლოა, ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა" - რას წერს მედია რუსულ-ქართულ სკანდალურ წყვილზე?

"ვიტორგანმა შესაძლოა, ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა" - რას წერს მედია რუსულ-ქართულ სკანდალურ წყვილზე?

რა ხდება ნინო ნინიძესა ცნობილ მსახიობ მაქსიმ ვიტორგანის ურთიერთობაში? - რუსული მედია წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამ რუსი ვარსკვლავების არამხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც იმოქმედა. სამი წელია, რაც რუსი პაპარაცები და ყვითელი პრესა მოსკოვში მცხოვრები ქართველი მსახიობის ნინო ნინიძესა და მსახიობ მაქსიმ ვიტორგანის რომანზე წერს.

29 წლის ნინო ნინიძე, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის შვილია, წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობს კირილ პლეტნევს, 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

ნინო ნინიძე და კირილ პლეტნევი

2019 წლის მაისში ნინო ნინიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქმრის შავ-თეთრი ფოტო, რომელსაც ასეთი კომენტარი დაურთო:

"ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, შეუყვარდებათ, დაქორწინდებიან... შეეძინებათ შვილები, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი ხვდებიან, რომ შემდეგ ყოველი მათგანი თავის გზით უნდა წავიდეს..."

განქორწინების შემდეგ ნინო ნინიძემ ურთიერთობა რუსეთში სასურველ სასიძოსთან მაქსიმ ვიტორგანთან დაიწყო, რომელიც უკვე განქორწინებული იყო სკანდალურ ქსენია სობჩაკთან.

ნინო ნინიძე და მაქსიმ ვიტორგანი

ქსენია მაქსიმის მესამე ცოლი იყო და ქორწინებამ სამ წელს გასტანა. წყვილს საერთო ვაჟი პლატონი ჰყავთ, რომელიც შემოდგომაზე 5 წლის გახდა. ქსენიამ და მაქსიმმა დაშორების შემდეგ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს. მაგალითად, შემოდგომაზე შვილის 5 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს, სტუმართა შორის არ იყვნენ სობჩაკის ახლანდელი ქმარი ბოგომოლოვი და ნინო ნინიძე.

მას შემდეგ, რაც ნინო ნინიძემ და მაქსიმ ვიტორგანმა ერთად დაიწყეს გამოჩენა, გაჩნდა კითხვა, როდის იქორწინებდა მეოთხედ მაქსიმი, მაგრამ ჯერჯერობით ქორწილი არ შემდგარა.

ვიტორგანის ოჯახი ნინიძეებს დიდი ხანია იცნობს. მაქსიმის მამა, სახალხო არტისტი, უფროსი ვიტორგანი ამბობს, რომ ნინოს დედას, იას 30 წლის ასაკიდან იცნობს. ვაჟის ქორწინების საკითხზე კი ამბობს, რომ ეს თავად მაქსიმის გადასაწყვეტია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაქსმა "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდი დახურა და მის პროფილზე მხოლოდ შავი ფოტო ჩანს. რუსულ მედიაში წერენ, რომ მაქსი გაუჩინარდა, ასევე დაიწერა ისიც, რომ მისი მამა, ცნობილი მსახიობი ემანუელ ვიტორგანი ამჟამად ლატვიაში იმყოფება, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობენ. ასევე არ გამორიცხავენ, რომ მაქსიმმაც დატოვა რუსეთი, რადგან მსახიობმა თაყვანისმცემლებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

ქსენია სობჩაკის ახლანდელი ქმარი კონსტანტინე ბოგომოლოვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქალმა შვილთან ერთად რუსეთი დატოვა, ქმარი კი სამშობლოში დარჩა. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ახლა ქსენია და პლატონი (ქსენიას და მაქსიმის ვაჟი) თურქეთში იმყოფებოდნენ.

ქსენია სობჩაკი და მაქს ვიტორგანი

ორიოდე დღის წინ ნინო ნინიძემ მიმდევრები თავისი გარეგნობით უსიამოვნოდ გააოცა. თუმცა მსახიობმა არ დამალა, რომ არ არის საუკეთესო განწყობაზე. ნინიძისთვის ასეთი არატიპიური საქციელის გამო, მედიაში დაიწერა, რომ მისი მეგობარი მამაკაცი ახლა სადღაც შორს არის.

რუსულ მედიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მაქსიმმა ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა.

ცოტა ხნის წინ ნინიძემ თაყვანისმცემლებთან "ტელეგრამის" საკუთარ არხზე აღიარა, რომ ძალიან ეშინოდა. ნინომ მძიმე ბავშვობა გაიხსენა. გოგონა 1991 წელს თბილისში დაიბადა.

„დავიბადე 1991 წელს თბილისში სამოქალაქო ომის დროს, არ ვიცოდი რა იყო ცხელი წყალი, ბინაში სინათლე და გათბობა, როგორც დედა ამბობს, მძიმე იყო ეს ყველაფერი, ჩვენ ბავშვებმა არ ვიცოდით სხვა ცხოვრება“.

"მთელი ჩემი ცხოვრება შიშში გავატარე, რომ რაღაც არასწორია ჩემს ცხოვრებაში ... რაღაცას არასწორად ვაკეთებ ... რა სისულელეა, სასაცილოა ეს ყველაფერი. აკნე არ ქრება. ისევ საკმარისად არ მეძინა. ტუჩი გამისკდა."

როგორც ნინიძემ თქვა, შრომა აშორებს მას ნეგატიური ფიქრებისგან. ახლა მსახიობი მუშაობს პროექტზე, რომლის დეტალების გამჟღავნება ჯერჯერობით შეუძლებელია. მაგრამ მან გააზიარა საშინელი მაკიაჟის და "მახინჯი ხელების" ვიდეო.