ავტორი:

სერგეი შოიგუს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ აჩვენა ვიდეორგოლი, რომელზეც შოიგუა ასახული (ვიდეო)

სერგეი შოიგუს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ აჩვენა ვიდეორგოლი, რომელზეც შოიგუა ასახული (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აჩვენეს ვიდეორგოლი, რომელზეც მინისტრი სერგეი შოიგუა ასახული. აღნიშნული ვიდეორგოლი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია შოიგუს შესაძლო ლიკვიდაციის ან ავადმყოფობის შესახებ.

რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „ზვეზდას“ ინფორმაციით, შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად ჯარის დაფინანსებისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ვადები განიხილა.

ამასთან, ვიდეოს არ აქვს თანდართული არანაირი თარიღი, რომელიც სხდომის გადაღების თარიღის იდენტიფიცირებას შესაძლებელს გახდიდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.