ავტორი:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი ქაშვეთის ტაძრიდან  შეძახილებით გამოასვენეს (ფოტო)

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი ქაშვეთის ტაძრიდან  შეძახილებით გამოასვენეს (ფოტო)

"დიდება გმირებს, დიდება გმირებს“ - ამ შეძახილებით გამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი ქაშვეთის ტაძრიდან.

დაღუპული სამხედროს გამოსვენების დროს ისმოდა ტაში. დავით რატიანის ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, საზოგადოების სხვა წევრებმა. დავით რატიანს ვარკეთილში მდებარე სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ მებრძოლს გია ბერიაშვილს დღეს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს ჩამოასვენეს.