ავტორი:

"ყველა ომში ნაომარი ბიჭი იყო, აფხაზეთის ომიდან დაწყებული..." - ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი?

"ყველა ომში ნაომარი ბიჭი იყო, აფხაზეთის ომიდან დაწყებული..." - ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში, ქალაქ ირპენთან მომხდარი შეტაკების დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია. მეგობრის ინფორმაციით, 51 წლის დათო გობეჯიშვილი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა. გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული

"საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვა და გარდაიცვალა ჩვენი ძმა, ჩვენი მეომარი ბიჭი. ყველა ომში ნაომარი ბიჭი იყო, აფხაზეთიდან დაწყებული. ჩემი მეგობარი იყო, 92 წლიდან ერთად მოვდივართ. აქ 4 დღის წინ ჩამოვიდა. მოხალისედ იყო. ხვალ ან ზეგ, ჯერ პოლონეთში და შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ" - ამბობს გობეჯიშვილის თანამებრძოლი ზაალ ლატარია.

გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, გობეჯიშვილი აგვისტოს ომშიც იბრძოდა.

"აფხაზეთის და 2008 წლის ომების მონაწილე დათო გობეჯიშვილი, დღეს შეეწირა მსოფლიოს თავისუფლებას უკრაინაში" - წერს დავით ჩხაპელია.

ცნობისთვის, უკრაინაში სულ 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.