ავტორი:

ჯო ბაიდენი დმიტრო კულებას და ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა

ჯო ბაიდენი დმიტრო კულებას და ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ მინისტრებსა და მათ ამერიკელ კოლეგებს ენტონი ბლინკენსა და ლოიდ ოსტინს შორის მიმდინარე შეხვედრას შეუერთდა. ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების პირისპირ გამართული პირველი შეხვედრაა.

ბაიდენი პოლონეთში 25 მარტს მას შემდეგ ჩავიდა, რაც ბრიუსელში გამართულ რამდენიმე სამიტს, მათ შორის ნატოს რიგგარეშე სამიტს დაესწრო. ის ახლა პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას ხვდება.