ავტორი:

"მოქალაქეებმა დიდი სახელმწიფო დროშა გაშალეს" - რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს

"მოქალაქეებმა დიდი სახელმწიფო დროშა გაშალეს" - რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი, “ხალხის მსახურის” პარტიის წარმომადგენელი იური ფომიჩევი, უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პარტია "ხალხის მსახურის“ ცნობით, სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გრძელდება.

"მოქალაქეებმა დიდი სახელმწიფო დროშა გაშალეს. ოკუპანტებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს და ხმოვანი ყუმბარები ისროლეს, მაგრამ აქციაზე ხალხის რაოდენობა მხოლოდ იზრდება", - იუწყება "ხალხის მსახური".