ავტორი:

ისევ ნალექიანი ამინდი, თოვა, მდინარეებზე წყლის დონის მატება და ზვავსაშიშროება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ისევ ნალექიანი ამინდი, თოვა, მდინარეებზე წყლის დონის მატება და ზვავსაშიშროება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კვლავ ნალექი და ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"28 მარტს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.