შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძი გადაკეტეს, რაც დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს.
შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.