ავტორი:

"ბომბი ჩვენგან 50 მეტრში ჩამოვარდა, მახსოვს ჩემი მეწყვილე ექიმის განწირული ხმა..." - რას იხსენებს ლევან რატიანი აგვისტოს ომზე, რომელშიც ის მონაწილეობდა

"ბომბი ჩვენგან 50 მეტრში ჩამოვარდა, მახსოვს ჩემი მეწყვილე ექიმის განწირული ხმა..." - რას იხსენებს ლევან რატიანი აგვისტოს ომზე, რომელშიც ის მონაწილეობდა

საქართველოში, ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც პირველი საინივერისტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის შესახებ არ სმენია. თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომში ფრონტის წინა ხაზზე იყო და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გადაცემაში "ექიმები" ლევან რატიანმა აგვისტოს ომის უმძიმესი ეპიზოდები გაიხსენა. როგორც თავად ჰყვება, მაშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმად მუშაობდა და ცხელი წერტილებიდან დაჭრილი ქართველი სამხედროები გამოჰყავდა.

"ეს იყო საშინელება... წარმომიდგენია ამ პერიოდში უკრაინელი ხალხი რას განიცდის. მაშინ სასწრაფოს ექიმი ვიყავი და ჩვენი ძირითადი ფუნქცია დაჭრილების გამოყვანა და კონკრეტულ ლოკაციაზე გადაყვანა იყო. გადაგვყავდა იქ, სადაც ექიმების ბანაკები იყო და პაციენტს პირველად დახმარებას ვუწევდით, ან გორის ჰოსპიტალში, ასევე თბილისში. ბრიგადაში ორი ექიმი ვიყავით. როდესაც გორი იბომბებოდა, გვქონდა მითითება, რომ როგორც კი დაბომბვის ხმას გავიგებდით, აუცილებლად უნდა ჩავსილიყავით მაქანიდან. ძალიან ახლოს გაისმა დაბომბვის ხმა, დაახლოებით, ჩვენგან 50 მეტრში ჩამოვარდა ბომბი. მახსოვს ჩემი მეწყვილე ექიმის განწირული ხმა. ორნი ვიყავით მორიგეობაში. ჩემთან მყოფ ექიმ ქალბატონის ჩემხელა შვილები ჰყავდა. რომ დავწექი მიწაზე, ზევიდან დამახტა ვიღაც და დამიფარა ხელებით, ბომბი რომ არ მომხვედროდა. ის დედაჩემი არ იყო, მაგრამ ჰქონდა დედური განცდა. შენი ასაკის შვილები მყავს და არ გაინძრე, რამე არ მოგივიდესო." - გაიხსენა ლევან რატიანმა.