ავტორი:

იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა საფრთხეებმა, შესაძლოა, მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ყველაზე დიდ კრიზისამდე" მიიყვანოს

იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა საფრთხეებმა, შესაძლოა, მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ყველაზე დიდ კრიზისამდე" მიიყვანოს

რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დღის წესრიგს და შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოში „ყველაზე დიდ კრიზისამდე“ მიგვიყვანოს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა არ გამორიცხავს რაიმე ვარიანტს თავდაცვისუნარიანობის ძირეულად გაძლიერებისთვის.

კიშიდას თქმით, ტოკიო წლის ბოლომდე გადახედავს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ორ სხვა საკვანძო დოკუმენტს თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას, რადგან ოფიციალური ტოკიოს ქმედებები, სხვა ქვეყნებთან ერთად, განსაზღვრავს საერთაშორისო საზოგადოების მომავალ მდგომარეობას.

"ჩვენი სახელმწიფო დახმარებას უწევს უკრაინას, მტკიცედ გამოხატავს ჩვენს მყარ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც ებრძვის აგრესიას და ცდილობს დაიცვას თავისი სამშობლო“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.