აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტებით, მას არ მოუწოდებია რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში.
ჟურნალისტების კითხვაზე, სურს თუ არა პუტინის გადაყენება და მოუწოდა თუ არა რუსეთის რეჟიმის შეცვლისკენ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "არა“.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ "პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.“ მოგვიანებით, თეთრ სახლში განმარტეს, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა იმას, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ და ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას.