ავტორი:

ვინ გახდნენ 2022 წლის "ოსკარის" დაჯილდოების გამარჯვებულები?

ვინ გახდნენ 2022 წლის "ოსკარის" დაჯილდოების გამარჯვებულები?

"ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოება ტრადიციულად ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა. ღონისძიებას ვანდა საიკსი, ემი შუმერი და რეგინა ჰოლი ერთობლივად უძღვებოდნენ. წელს, ყველაზე მეტ ნომინაციაზე 2 ფილმი იყო წარდგენილი: "ძაღლის ძალა" და "დიუნი".

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა კინოსურათმა "კოდა".

ფილმ "კოდას" შემქმნელები "ოსკარის" ჯილდოს მიღებისას

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის ნომინაციაში ჯილდო "კრუელას" გადაეცა .

ფილმ "კრუელას" კოსტიუმების დიზაინერი - ჯენი ბივენი

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ჯეინ კემპიონმა მიიღო ჯილდო ფილმისთვის"ძაღლის ძალა".

ჯეინ კემპიონი ორგზის "ოსკარის" გამარჯვებული გახდა ფილმით "ძაღლის ძალა".

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ჯესიკა ჩესტეინს გადაეცა, ფილმისთვის "ტამი ფეის თვალები"

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" უილ სმიტს გადაეცა ფილმისთვის - "მეფე რიჩარდი".

საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმის ნომინაციაში "ოსკარი" "ენკანტოს" გადასცეს , ხოლო საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციის გამარჯვებული, იაპონური ფილმი - "Drive My Car" გახდა.

რიუსუკე ჰამაგუჩი

წყარო: theguardian

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანა სიბოშვილმა