„ლიბერთი ბანკში“ საგაზაფხულო აქცია დაიწყო. კლიენტებს როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს და აგრო სესხის ნაწილში უნიკალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ.
რას მოიცავს აქციები და როგორია შეთავაზებები მომხმარებლისთვის, დეტალებზე რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე, ირაკლი აბაშიძემ ისაუბრა.
,,ლიბერთი ბანკში, უნიკალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო ორი მიმართულებით მარტის დასაწყისიდან და ორივე მიმართულებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს ფილიალებში და ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ონლაინ განაცხადს. პირველ რიგში, რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების აქციას, აქ ორი ტიპის შეთავაზება გვაქვს. პირველი - ეს არის ქეშბექი, რომელიც თანხის მოცულობიდან გამომდინარე მერყეობს 100-დან 300-ლარამდე. სწორედ ეს თანხა უბრუნდება მოხმარებელს 1 თვის განმავლობაში და შეუძლია მისი გატანა, ან ანგარიშზე დატოვება და სესხის მომსახურებისთვის გამოყენება. მეორე - არის 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. ამ პერიოდში განმავლობაში, შეუძლიათ დაისვენონ გადასახადისგან, რაც გარკვეულწილად საბანკო არდადაგებია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სარგებლობენ სესხებით სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, შეუძლიათ, რომ გადმოიტანონ ჩვენს ბანკში და ისარგებლონ ქეშბექ აქციით", - განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.
- მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორია სესხის პროცენტი და რა არის ზედა ზღვარი, რისი გატანაც კლიენტებს სესხის ქონებით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ?
- აქაც ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით იწყება შეთავაზება. ცხადია, ეს სესხის მოცულობასა და ვადებზეა დამოკიდებული. საუბარია 9%-დან სამომხმარებლო სესხებზე. ზედა ზღვარი კი, 50 000 ლარია, სადაც მომხმარებელს შეუძლია აიღოს სესხი უძრავი ქონების გირაოს გარეშე. რაც ასევე უნიკალური პროდუქტიაა საბანკო ბაზარზე.
- გარდა სამომხმარებლო სესხებისა, რას სთავაზობს ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს ,,ლიბერთი“? მით უფრო მნიშვნელოვანია ეს კონტექსტის გათვალისწინებით, როცა მსოფლიოში აქტიურად დგას სასურსათო უსაფრთხოების თემა.
- ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შეთავაზება ამ ნაწილშიც. როგორც სამომხმარებლო სესხებში, აქაც საუბარია ქეშბექზე. მომხმარებელს მიღებული თანხის 2% დაუბრუნდება. პირობითად, თუ მოხმარებელი აიღებს 30 000 ლარს, ამ თანხის 2% დაუბრუნდება ანგარიშზე. ამის შემდეგ, თავად მომხმარებელი წყვეტს გამოიტანს და დახარჯავს, თუ დატოვებს და სესხის გადასახადად გამოიყენებს. ეს არის საკმაოდ მაღალი ქეშბექი. აქ საუბარია როგორც ბიზნეს, ასევე აგრო სესხებზე.
მომხმარებელს ხშირად აინტერესებს, თუ მას აქვს შემოსავალი ბიზნეს, ან აგრო სფეროდან შეუძლია თუ არა სხვა მიზნობრიობით სესხის აღება. ამას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვაფინანსებთ და მოექცევა საგაზაფხულო აქციაში.
როცა აგრო სესხებზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია გრაფიკი. საგაზაფხულო პერიოდი აქციისთვის სწორედ იმიტომ გავითვალისწინეთ, რომ აგრო სექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, რათა ფერმერმა მოსავალი მოიყვანოს. სწორედ მოსავლის აღება-რეალიზაციამდე ფერმერები სარგებლობენ საშეღავათო პერიოდით და არ იხდიან არც პროცენტს და არც ძირს. მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ იწყება გადახდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობას ვაძლევთ ფერმერებს მათთვის სასურველი ფასის დროს მოახდინონ რეალიზაცია და შემდეგ დაიწყონ გადახდა.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დაანონსებული პროექტი, რომელიც მოიცავს 1-წლიანი კულტურების მოყვანაში თანამონაწილეობას. 9%-ს იხდის სახელმწიფო, 9%-ს კი ფერმერი, რადგან პროექტს აქვს საპროცენტო ზედა ზღვარი 18%. იგივე საბრუნავი საშუალებებისთვის „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში მობრძანდნენ და ამ, საკმაოდ კარგი პროდუქტით ისარგებლონ.
- ბოლოს, როდის მთავრდება საგაზაფხულო აქცია?
- აქცია არის მხოლოდ 30 აპრილამდე, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ეს ერთი თვე გამოიყენონ შანსი, მიიღონ უნიკალური შეთავაზება.
R