ავტორი:

"მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მარიუპოლში რამზან კადიროვი იმყოფება" - რას წერს რუსული მედია

"მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მარიუპოლში რამზან კადიროვი იმყოფება" - რას წერს რუსული მედია

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლშია. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი“ ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო, ბეჭდვისა და ინფორმაციის საკითხებში ახმეტ დუდაევზე დაყრდნობით იუწყება.

"ჩვენ მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მარიუპოლში იმყოფება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც იქ დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ჩაიტანა", - განუცხადა დუდაევმა რუსულ სააგენტოს.

ცნობისთვის, რამზან კადიროვის უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მანამდეც რამდენიმეჯერ გავრცელდა.