არსებული ინფორმაციით, გასული ღამე უკრაინის ჯარისთვის წარმატებული იყო. უკრაინის ძალოვანი უწყებების განცხადებით, მათი შეიარაღებული ძალები გარკვეული მიმართულებებით მტერთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების სამხედროებმა ზოგიერთი დაკავებული პუნქტიდან უკან დაიხიეს.
მოკლედ მოგიყვებით რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში.
მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, სადემარკაციო ხაზი კი ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდა.
თავდაცვის ძალების განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხელში მტრის სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს.
როგორც გენერალური შტაბის ოპერატიულ რეზიუმეშია ნათქვამი, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.
ასევე, უკრაინულმა ავიაციამ შეუტია რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს.
მათივე ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს მთლიანად გაანადგუროს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები.
"თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ყველა მათგანში უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ მტერს, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენი ჯარები ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევებს“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის საოლქო პროკურატურის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, 28 მარტს, რუსმა ჯარისკაცებმა, ხარკოვის ოლქის, ქალაქ ლიუბოტინზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
შედეგად, 7 სახლი და მანქანა დაზიანდა. Ukrinform-ის ინფორმაციით, ხარკოვში, რუსული დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად, უკვე 1 177 საცხოვრებელი კორპუსია დანგრეული.